(შეუღლება, ტიხრი)ორი სისტემის, მოწყობილობის ან პროგრამის განაწილების საზღვარი, რომელიც განისაზღვრება მათი ხასიათით, შეერთებისა და გაცვლა-გამოცვლის სიგნალების მახასიათებლებით და ა. შ. უნიფიცირებული ტექნიკური და პროგრამული საშუალებებისა და წესების (აღწერების, შეთანხმებების, პროტოკოლების) ერთობლიობა, რომელიც გამოთვლით სისტემაში უზრუნველყოფს მოწყობილობათა და ან პროგრამების ურთიერთქმედებას ან სისტემების შეუღლებას. ინტერფეისის ცნება ვრცელდება იმ სისტემებზეც, რომლებიც არ წარმოადგენს გამოთვლითს ან ინფორმაციულს. სიტყვა გამოიყენება ორი გაგებით. ვიწრო გაგებით: პროგრამული გარემოს გარეგანი სახე, რომელიც უზრუნველყოფს დიალოგს მოსარგებლესთან. თანამედროვე პროგრამულ გარემოებში მიღებულია გრაფიკული ინტერფეისი, რომელიც აგებულია ფანჯრებისა და პიქტოგრამების სისტემაზე. ფართო გაგებით: პირობებისა და მოლაპარაკებების სისტემა ტექნიკური მოწყობილობების, ადამიანების, პროგრამებისა და სხვათა შორის სიგნალების, ინფორმაციების გაცვლის შესახებ.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.