(მოძრაობა შიგნით მობრუნება)ადამიანის თვისება, რომელიც ხასიათდება დომინირებული ორიენტაციით საკუთარ შინაგან სამყაროზე. ცნების ავტორი არის შვეიცარიელი ფსიქიატრი კარლ იუნგი, რომელმაც ინტროვერსიისა და მისი საწინააღმდეგო ექსტრავერსიის (ე. ი. დომინირებული ორიენტაციით გარესამყაროზე) კრიტერიუმების მიხედვით გამოყო შესაბამისად პიროვნების ტიპები ინტროვერტები და ექსტრავერტები. ზიგმუნდ ფროიდის თანახმად ინტროვერსია არის ფსიქონევროზით დაავადების მუდმივი და აუცილებელი პირობა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.