იგ იდ იე იზ ილ იმ ინ ირ
ინდ ინვ ინკ ინო ინს ინტ ინფ ინჰ

ინტუიცია

  1. L.
    (ჭვრეტა, დაჟინებით ვუყურებ)
  2. მიხვედრა, შორსმჭვრეტელობა, უნარი, რომელიც ემყარება ადრინდელ გამოცდილებას;
  3. აზროვნებითი პროცესი, რომელიც მდგომარეობს სინამდვილის უშუალო წვდომაში, ამოცანის ამოხსნის პრაქტიკულად მომენტალურ მონახვაში, ლოგიკური კავშირების არასაკმარისი გაცნობიერებისას.
  4. ინტუიცია ემყარება ქვეცნობიერს, წარმოსახვას, ემპათიას, გონების გამჭრიახობას, ალღოს. ინტუიციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის შემოქმედებითი საქმიანობისათვის, როცა აუცილებელია ახალი ცოდნის აღმოჩენა ან გამოყენება რეალობის გარდაქმნის ან სრულყოფისას. ამოცანის ამოხსნის პროცესში ადამიანის ინტელექტი და მისი ინტუიცია ერთიანობას ქმნიან.ისე, რომ ინტუიციურისა და ლოგიკურის ურთიერთდაპირისპირება მთლად კორექტული ვერ არის, ინნტუიცია ადამიანის გულისა და გონების ურთიერთჰარმონიულობის ხარისხითაა განპირობებული, იგი ამ ჰარმონიულობაში აღმოცენდება, რაც უფრო ურთიერთჰარმონიულია ადამიანის გული და გონება, მით განვითარებულია მისი ინტუიცია.
    Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9