საბავშვო) შეჩერება, დაყოვნება ორგანიზმის განვითარებაში; ადამიანის ფსიქიკაში, ქცევასა და ფიზიკურ იერში იმ თავისებურებათა შენარჩუნება, რომლებიც მახასიათებელი იყო უფრო ადრეული ასაკისათვის. ფსიქიკური ინფანტილიზმი ბავშვის ჩამორჩენილობა პიროვნულ განვითარებაში (ზოგადი განუვითარებლობა, სპეციფიკური გადახრები). სოციალური ინფანტილიზმი - სოციალური განუვითარებლობა, რომელიც ვლინდება ბავშვის სოციალიზაციის პროცესში და აისახება მის სოციალურ განვითარებასა და აღზრდაზე. ფიზიკური ინფანტილიზმი ბავშვის ფიზიკური განუვითარებლობა (სიმაღლეში ზრდის შენელება, ორგანიზმის სისუსტე). მიზეზი შეიძლება იყოს ინფექციური დაავადებები, ინტოქსიკაციები, არასრულფასოვანი კვება.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.