განმარტება, გადმოცემა, თხრობა, ცნება რაიმის შესახებ სახის, ფორმის მიცემა, სწავლება; აზროვნება, წარმოსახვა) ფაქტობრივი მონაცემებისა და მათ შორის დამოკიდებულებათა შესახებ ცოდნის ერთობლიობა. ეს არის ერთ-ერთი რესურსი, რომელსაც ადამიანი იყენებს შრომით საქმიანობასა და ყოფაცხოვრებაში. ინფორმაცია, როგორც წარმოების პროდუქტი, ხასიათდება შემდეგი თავისებურებებით: არ მცირდება გამოყენების დროს, ადვილია მისი ტრანსპორტირება ნებისმიერ მანძილზე, ერთდროულად მრავალ მომხმარებელს შეუძლია მისი გამოყენება, მისი წარმოება შეიძლება უსაზღვრო მასშტაბებში, რადგანაც ინფორმაციაში მოთხოვნილებას საზღვარი არა აქვს.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.