აკადემიური ხარისხი-მიენიჭება პიროვნებას უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლის ამა თუ იმ საფეხურის (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) დამთავრებისას. აკადემიური ხარისხის მინიჭების სისტემა განსხვავებულია ქვეყნებისა და უმაღლესი სასწავლებლების მიხედვით. 2001 წლიდან ევროპაში აკადემიური ხარისხის მეტ-ნაკლებად ერთიანი სისტემა (ბოლონიის პროცესი) შეიქმნა, რომლის მიხედვითაც ევროპის ძირითადი ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლები კურსდამთავრებულებს შესაბამისი საფეხურის დამთავრების შემდეგ სამი ტიპის სამეცნიერო ხარისხს ანიჭებენ: ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის ხარისხს. საქართველო 2005 წლიდან შეუერთდა ბოლონიის პროცესს.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.