კა კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კავ კაზ კათ კალ კამ კან კარ კატ კაუ

კაბინეტურ-ლაბორატორიული სისტემა

სწავლების ორგანიზაციის ისეთი სისტემა, როცა სასწავლო პროცესი მიმდინარეობს საგნობრივ კაბინეტებსა და ლაბორატორიებში. სასწავლო კაბინეტებში შეისწავლება ჰუმანიტარული საგნები, ხოლო ლაბორატორიებში საბუნებისმეტყველო-მათემატიკური, ტექნიკური და ზოგიერთი სხვა საგანი. კაბინეტები და ლაბორატორიები აღჭურვილია შესაბამისი სასწავლო ლიტერატურით, ლექსიკონებითა და ცნობარებით, დიდაქტიკური მასალებით, სასწავლო თვალსაჩინოების საშუალებებითა და ლაბორატორიული მოწყობილობებით, რაც იძლევა აქტიურ შემეცნებით საქმიანობაში მოსწავლეთა ჩართულობის საშუალებას და ხელს უწყობს დადებითი სასწავლო მოტივაციის ფორმირებას.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9