კა კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კავ კაზ კათ კალ კამ კან კარ კატ კაუ

კავშირების დიაგრამა

დიაგრამა, რომელიც რეალიზებულია ხისებრი სქემით, რომელზეც გამოსახულია სიტყვები, იდეები, ამოცანები ან სხვა ცნებები. ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულია ტოტებით, რომლებიც ცენტრალური ცნებიდან ან იდეიდან მომდინარეობენ. ამ ტექნიკის საფუძველია „რადიანტული აზროვნების“ პრინციპი. ეს პრინციპი ეხება ასოციაციურ აზროვნებით პროცესებს, რომელთა ამოსავალი ანუ მოდების წერტილია ცენტრალური ობიექტი (რადიანტი ცის სფეროს წერტილი, რომლიდანაც თითქოს ამოდის თანამიმართული სხეულების ხილული გზები. ასეთია, მაგალითად, ერთი ნაკადის მეტეორები). ეს მიუთითებს შესაძლო ასოციაციათა, და მაშასადამე, ტვინის შესაძლებლობათა ამოუწურაობაზე. ჩაწერის ასეთი ხერხი კავშირების დიაგრამას აძლევს საშუალებას, უსაზღვროდ იზარდოს და სრულიყოს. კავშირების დიაგრამები გამოიყენება იდეების ვიზუალიზაციის, სტრუქტურიზაციისა და კლასიფიკაციის შესაქმნელად ნებისმიერი საქმიანობისას და სასწავლო პროცესშიც. „კავშირების დიაგრამის“ სინონიმებია: „ინტელექტ-რუკა“, „აზრების რუკა“, „ასოციაციური რუკა“.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9