კა კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კავ კაზ კათ კალ კამ კან კარ კატ კაუ

კათედრა

  1. Gk.
    (ჯდომა)
    Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
  2. ძველ საბერძნეთსა და რომში: ადგილი მჭევრმეტყველთა და ფილოსოფოსთა გამოსვლებისთვის.
  3. ქრისტიანულ ეკლესიაში: ამაღლებული ადგილი, საიდანაც ქადაგებენ.
  4. ეპისკოპოსის (მღვდელმთავრის) სავარძელი მსახურებისას. გადატანითი მნიშვნელობით.
  5. სასწავლო დაწესებულებებში, ლექტორიუმებში, სააქტო დარბაზებში ადგილი მასწავლებლის ან მომხსენებლისათვის.
  6. უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში: ფაკულტეტის ძირითადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს მსმენელების, სტუდენტებისა და კურსანტების მომზადებას გარკვეული სპეციალიზაციის ჩარჩოებში. უმაღლეს სასწავლებელში კათედრის საქმიანობაში შედის: სასწავლო, მეთოდიკური და მეცნიერულ-კვლევითი მუშაობა ერთ ან რამდენიმე მონათესავე დისციპლინაში, აღმზრდელოითი მუშაობა სტუდენტებს შორის, ასევე, მეცნიერულ-პედაგოგიური კადრების მომზადება, სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება. კათედრას განაგებს, როგორც წესი, პროფესორი, მეცნიერებათა დოქტორი. მის შემადგენლობაში შედიან: პროფესორები, დოცენტები, ასისტენტები, უფროსი მასწავლებლები, უფროსი და უმცროსი მეცნიერი მუშაკები, ასპირანტები და სხვ. კათედრას აქვს თავისი სასწავლო ლაბორატორიები და კაბინეტები. კათედრის მოვალეობაში შედის: ლექციების, ლაბორატორიული, სემინარული, პრაქტიკული და სხვა. მეცადინეობების ჩატარება, სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის, კვლევითი მუშაობის, საკურსო და სადიპლომო პროექტების ხელმძღვანელობა, საკურსო გამოცდებისა და ჩათვლების ჩატარება და სხვა.
    Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9