პიაჟეს მიხედვით უკვე ჩამოყალიბებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების ცვლილება ახალი პირობების (სიტუაციის, გარემოს და სხვა.) გაჩენის (წარმოშობის) შესაბამისად. ქცევის სქემის შეგუება ახალ სიტუაციასთან ხდება აქტიურობის ხარჯზე, რის შედეგადაც არსებული სქემა იცვლება. ინტელექტის განვითარებაში აკომოდაცია - აღწერილი იყო ბიოლოგიური აკომოდაციის ანალოგიით. ბიოლოგიური აკომოდაციის მიზანი გარესამყაროს ნაირგვარ მოთხოვნებთან შეგუების პროცესია. აკომოდაცია თანაფარდობაშია ასიმილაციასთან. ისინი ერთად აღწერენ შეგუების, ადაპტაციის აქტებს. ცნება შემოიღო ჯონ პიაჟემ.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.