საუნივერსიტეტო (საინსტიტუტო, სტუდენტური) ქალაქი. ეს არის საგანმანათლებლო კომპლექსი (ქალაქი) შესაბამისი ფინანსურ-ტექნიკური ბაზითა და ინფრასტრუქტურით. ზოგჯერ კამპუსს უწოდებენ განცალკევებულ ტერიტორიას, რომელიც ეკუთვნის მსხვილ კომპანიას (შიგასაფირმო ინფრასტრუქტურის ჩართვით, მაგალითად, კორპორაციული უნივერსიტეტი). ასევე, კამპუსი შეიძლება ეწოდოს ნაგებობათა კომპლექსს, რომელიც შედგება ტერიტორიის, კომუნიკაციების, შენობების, გზების, ქონებისა და ხალხისგან.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.