accredo - ნდობა) დადგენილ კრიტერიუმებთან და მაჩვენებლებთან (სტანდარტებთან) ობიექტის შესაბამისობის ოფიციალური დამტკიცების პროცედურა. საგანმანათლებლო დარგში ეს არის პროცედურა, რომელიც ამტკიცებს სასწავლო დაწესებულების საქმიანობის შესაბამისობას სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებთან, ასევე, განსაზღვრავს სასწავლო დაწესებულების სტატუსს. აკრედიტაცია ეხება კონკრეტულ პროგრამას და არა სასწავლებელს. შესაძლოა, სასწავლებელს ჰქონდეს აკრედიტებული და არააკრედიტებული პროგრამები, თუმცა, ყველა შემთხვევაში გაცემული დიპლომი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.