(მოძრაობა)ურთიერთობაში მხედველობითი ინფორმაციების ერთობლიობა (ტანის მოძრაობები, ჟესტები, მიმიკია, პოზები, მზერა, ჩაცმისა თუ ვარცხნილობის მანერა და სხვ.). მნიშვნელოვანია იმისი გათვალისწინებაც, რომ სხვადასხვა კულტურაში ერთი და იგივე ჟესტი აიხსნება სხვადასხვანაირად. კინესიკა პარალინგვისტიკის ერთ-ერთი ქვეგანყოფილებაა და სწავლობს ადამიანის ქცევის ასახვას მის არავერბალურ გამოვლინებებზე, რომელთაც ეკუთვნის: მიმიკა (სახის კუნთების მოძრაობა), პანტომიმიკა (მთელი სხეულის მოძრაობა), „ვოკალური მიმიკა“ (ინტონაცია, ტემბრი, რიტმი, ხმის ვიბრატორი), ექსპრესია გამომხატველობა, გრძნობებისა და განცდების გამოვლენის ძალა), რაც შეიძლება გადამწყვეტი იქნეს წარმოთქმულ გამონათქვამთა ინტერპრეტაციაში. მეტყველების ენერგეტიკა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.