სკოლის სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის შემადგენელი ნაწილი, მოსწავლეთა თავისუფალი დროის ორგანიზაციის ერთ-ერთი ფორმა. დიდ შესაძლებლობებს იძლევა ბავშვთა განვითარებისათვის. თავისი შინაარსის მიხედვით კლასგარეშე მუშაობა ძალზე მრავალფეროვანია: საზოგადოებრივ-პოლიტიკური, საგანმანათლებლო, საზოგადოებრივ-სასარგებლო, ფიზ-კულტურულ-სპორტული, ხელოვნების სხვადასხვა სახეებში მეცადინეობა და სხვა. კლასგარეშე მუშაობის ორგანიზაციის ძირითადი ფორმებია: მასიური მუშაობა (მუშაობა სასკოლო კლუბებში, სასკოლო საღამოები, დილები, დისპუტები, კონკურსები, ვიქტორინები, ექსკურსიები, სასკოლო გამოფენებისა და მუზეუმების ორგანიზაცია და ასე შემდეგ.), საწრეო მუშაობა (მოსწავლეთა მეცადინეობა ტექნიკურ, საგნობრივ და სხვა წრეებში, სპორტულ სექციებში, ანსამბლებში, ორკესრტრებში და ასე შემდეგ.), ინდივიდუალური მეცადინეობები (კლასგარეშე კითხვა, კოლექციონირება, დამოუკიდებელი მუშაობა ტექნიკაში, მუსიკაში, ფერწერაში, მოხსენებათა მომზადება და ასე შემდეგ).
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.