კა კვ კი კლ კო კრ კუ
კლა

კლასის ხელმძღვანელი

პედაგოგ-პროფესიონალი, რომელიც შუამავლობს საზოგადოებასა და მოსწავლეთა შორის კულტურის ათვისებაში, იგი აღმზრდელობითი საქმიანობის სხვადასხვა სახის გამოყენებით ორგანიზებას უკეთებს მიმართებათა სისტემას კლასის კოლექტივში, ქმნის პირობებს ყოველი მოსწავლის ინდივიდუალური თვითგამოხატვისათვის, ახორციელებს ყოველი პიროვნების მრავალმხრივი განვითარების ინდივიდუალურ კორექტივებს. კლასის ხელმძღვანელობა ხორციელდება სასწავლო დაწესებულების სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობის ერთიან სისტემაში. კლასის ხელმძღვანელის საქმიანობა სასწავლო დაწესებულებაში ორგანიზებული აღმზრდელობითი პროცესის ერთ-ერთი გადამწყვეტი ელემენტია. კლასის ხელმძღვანელის ძირითადი დანიშნულება განპირობებულია თანამედროვე ამოცანით, რომელსაც თავის თავს უყენებს საზოგადოება ყოველი პიროვნების მაქსიმალური განვითარება, მისი განუმეორებლობის შენახვა და მისი პოტენციალური ტალანტების გახსნა. კლასის ხელმძღვანელი: თვალ-ყურს ადევნებს და უშუალო დაკვირვებას აწარმოებს ბავშვის ინდივიდუალურ განვითარებაზე, ხელს უწყობს მისი პიროვნების განვითარებისათვის ყველაზე უფრო ხელსაყრელი პირობების შექმნას, შეაქვს აუცილებელი პედაგოგიური კორექტივები მისი აღზრდის სისტემაში. კლასის ხელმძღვანელი, თავისი ჯგუფის ინდივიდუალურობის გათვალისწინებით, ორგანიზებას უკეთებს აუცილებელ აღმზრდელობით ზემოქმედებას, იმისათვის, რომ ჯგუფში შექმნას ხელსაყრელი მიკროგარემო და მაღალი ფსიქოლოგიური კლიმატი, ასევე, კოორდინირებას უწევს იმ უფროსებისა და პედაგოგების ძალისხმევას, რომლებიც ზემოქმედებას ახდენენ მისი აღსაზრდელების პიროვნებად ქმნადობაზე.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9