(შემეცნება, შესწავლა, გაცნობიერება) (სტრუქტურული) ბალანსის თეორია კოგნიციური შესაბამისობის ერთ-ერთი თეორია, რომელიც ბაზირებულია შესაბამისობისა და ატრიბუციის იდეებზე. ამ თეორიაში განიხილება ადამიანის კოგნიციური დაბალანსება მეორე ადამიანის აღქმისას, ასევე, მასთან და მათთვის საერთო ობიექტისადმი მიმართების აგებისას. მაგალითად, ადამიანი A, რომელსაც მოსწონს ადამიანი B, გაწონასწორებული იქნება სხვა პიროვნებათა მიმართ.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.