კა კვ კი კლ კო კრ კუ
კოგ კოდ კოლ კომ კონ კოო კორ

კოგნიციური განვითარება

გონებრივი პროცესების ყველა ისეთი სახის განვითარება, როგორიცაა: აღქმა, მეხსიერება, ცნების ფორმირება, ამოცანების ამოხსნა, წარმოსახვა და ლოგიკა. კოგნიციური განვითარების თეორია დაამუშავა შვეიცარიელმა ფილოსოფოსმა და ფსიქოლოგმა ჟან პიაჟემ. მისი ეპისტემოლოგიური თეორია განვითარების ფსიქოლოგიაში იძლევა უამრავ ძირითად ცნებას და იკვლევს გონივრულობის ზრდას, რომელიც, პიაჟეს მიხედვით, აღნიშნავს გარესამყაროს უფრო ზუსტად ასახვისა და გარესამყაროსთან ურთიერთქმედებებისას წარმოშობილი კონცეფციების სახეებზე (ნატებზე) ლოგიკური ოპერაციების შესრულების უნარს. თეორია განიხილავს იმისი სქემების აგებას, თუ როგორ აღიქმება სამყარო „განვითარების სტადიებში“, იმ დროს, როცა ბავშვები ღებულობენ ტვინში ინფორმაციის წარმოდგენის ახალ ხერხებს. თეორია ითვლება კონსტრუქტივისტულად იმ გაგებით, რომ განსხვავებით ნატივისტური თეორიებისგან (რომლებიც კოგნიციურ განვითარებას აღწერენ როგორც თანდაყოლილი ცოდნისა და უნარების გაშლას) ან ემპირიული თეორიებისგან (რომლებიც კოგნიციურ განვითარებას აღწერენ როგორც ცოდნის თანდათანობით მიღებას გამოცდილების გზით), იგი ამტკიცებს, რომ ჩვენ დამოუკიდებლად ვაგებთ ჩვენს კოგნიციურ უნარებს გარესამყაროში საკუთარი ქმედებების მეშვეობით.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9