კა კვ კი კლ კო კრ კუ
კოგ კოდ კოლ კომ კონ კოო კორ

კოგნიციური ფსიქოლოგია

ფსიქოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს კოგნიციურ,ესეიგი ადამიანური ცნობიერების შემეცნებით პროცესებს. ამ დარგის გამოკვლევები, ჩვეულებრივ, დაკავშირებულია მეხსიერების, ყურადღების, გრძნობების, ინფორმაციის წარმოდგენის, ლოგიკური აზროვნების, წარმოსახვის, უნარებისა და გადაწყვეტილებათა მიღების საკითხებთან. 1956 წლის 11 სექტემბერს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში შეიკრიბა ელექტრონული ინჟინერიის ინსტიტუტის თანამშრომელ მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც იკვლევდა ინფორმაციულ თეორიებს. ესენი იყვნენ: ჯორჯ მილერი, ჰერბერტ საიმონი, ალენ ნიუელი, ნოამ ხომსკი, დევიდ გრინი და ჯონ სვიტსი. ითვლება, რომ ამ შეხვედრამ დაუდო საფუძველი ფსიქოლოგიაში კოგნიციურ რევოლუციას.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9