კა კვ კი კლ კო კრ კუ
კოგ კოდ კოლ კომ კონ კოო კორ

კოგნიციური შესაბამისობის თეორია

თეორიათა კლასი, რომლებიც დამუშავებულია მეოცე საუკუნის 50-იანი წლების დასავლური სოციალური ფსიქოლოგიის კოგნიციური მიმართულების ჩარჩოებში და რომელთა მიზანია, მისცენ ახსნა ადამიანის ქცევაში ლოგიკურისა და ალოგიკურის შესაბამისობას, თანაფარდობას, თანამიმართებას. კოგნიციური შესაბამისობის ყველა თეორიის ძირითადი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანის კოგნიციური სტრუქტურა შეუძლებელია იყოს დაუბალანსებელი, დისჰარმონიული; თუკი ამას აქვს ადგილი, მაშინ დაუყოვნებლივ იბადება ტენდენცია, ეს მდგომარეობა და კვლავ აღდგეს კოგნიციური სისტემის შინაგანი შესაბამისობა. ეს იდეა კოგნიციური შესაბამისობის სხვადასხვა თეორიაში სხვადასხვანაირადაა წარმოდგენილი.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9