ტერმინი აღნიშნავს გარეგანი ინფორმაციის გონებრივი აღქმისა და გადამუშავების უნარს, გამოიყენება ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებულ კონტექსტებში. ფსიქოლოგიაში ეს ცნება ეხება პიროვნების ფსიქიკურ პროცესებს და განსაკუთრებითეგრეთ წოდებულ „ფსიქიკურ მდგომარეობათა“ (ესეიგი შეხედულებათა, სურვილთა და განზრახვათა) შესწავლასა და გაგებას, ინფორმაციის დამუშევების ტერმინებში. განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება იგი ეგრეთ წოდებულ „კონტექსტური ცოდნის“ (ესეიგი აბსტრაქტიზაციისა და კონკრეტიზაციის) შესწავლის კონტექსტში, აგრეთვე, იმ სფეროებში, სადაც განიხილება ისეთი ცნებები, როგორიცაა ცოდნა, უნარი ან სწავლება. ტერმინი გამოიყენება ფართო გაგებითაც: აღნიშნავს შემეცნების „აქტს“ ან თვით ცოდნას. ამ კონტექსტში მისი ინტერპრეტირება შეიძლება კულტურულ-სოციალური აზრით როგორც ცოდნის აღმოცენებისა და ქმნადობის აღმნიშვნელი, ასევე, იმ კონცეფციებისა, რომლებიც ამ ცოდნასთანაა დაკავშირებული და საკუთარ თავს გამოხატავენ როგორც აზრებში, ისევე მოქმედებაში. კიდევ უფრო ზოგადად: კოგნიციური კოგნიციის ანუ შემეცნების შესაბამისი, შემეცნებადი.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.