ჯირკი, კუნძი, მორი, ფიცარნაკი ჩაწერისათვის) ზოგადად. სიმბოლოთა სასრული დალაგებული სიმრავლეების, რომლებიც ეკუთვნის რომელიმე სასრულ ანბანს, ურთიერთცალსახა ასახვა სხვა, არააუცილებლად დალაგებულ, მაგრამ, როგორც წესი, სიმბოლოთა უფრო ფართო სიმრავლეზე, ინფორმაციის გადაცემის, შენახვის ან გარდაქმნის მიზნით.
კონკრეტულად: პირობითი ნიშნებისა და სიგნალების სისტემა, რომელიც გამიზნულია ინფორმაციის გადაცემისათვის.
იგივეა, რაც შიფრი; ნიშნების სისტემა, რომელიც შექმნილია საიდუმლო წერისა და საიდუმლო ინფორმაციის შენახვისათვის.
ასოებისა და ციფრების საიდუმლო ნაკრები, რომელიც ამა თუ იმ მოწყობილობის გახსნის ან ამა თუ იმ საინფორმაციო ველში შეღწევის საშუალებას იძლევა.
პროგრამის ნაწილი, რომელსაც ასრულებს პროცესორი ან ინტერპრეტატორი (მონაცემთაგან განსხვავებით).
იგივეა, რაც ამოსავალი ტექსტი; პროგრამის ტექსტი პროგრამირების რომელიმე ენაზე.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.