კა კვ კი კლ კო კრ კუ
კოგ კოდ კოლ კომ კონ კოო კორ

კოლექტივი

L.
კრებითი)ჯგუფი, ერთობლიობა იმ ადამიანებისა, რომლებიც მუშაობენ ერთ ორგანიზაციაში, ერთ დაწესებულებაში, გაერთიანებულია ერთობლივ საქმიანობაში რომელიმე ორგანიზაციის ჩარჩოებში, ერთი მიზნის ირგვლივ. საქმიანობის სახის მიხედვით განასხვავებენ შრომით, სასწავლო, სამხედრო, სპორტულ, მხატვრულ და სხვა კოლექტივებს. უფრო გაგებით, ეს არის საერთო იდეებით, ინტერესებით, მოთხოვნილებებით გაერთიანებული ადამიანები. ასევე, სისტემების თანამედროვე თეორიაში ტერმინი კოლექტივი გამოიყენება განაწილებული დეცენტრალიზებული სისტემების ზოგიერთი სახის აღსანიშნავად. კოლექტივი არის ჯგუფის განვითარების მიზანი და უმაღლესი ფორმა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9