მათემატიკური აზროვნების სპრციფიკური ტიპი, ადამიანები, რომელთა აზროვნებაში ეს ტიპი დომინირებს, ბუნებით კომბინატორები და კონსტრუქტორები არიან. ისინი მიდრეკილნი არიან იმისკენ, რომ ობიექტები სტრუქტურულად აღიქვან, მზად არიან, რამდენჯერმე დაშალონ და ისევ ააწყონ ერთი და იგივე ობიექტი.ამოცანა ამოხსნას უდგებიან ქაოსური განწყობით, ჩვევიათ სიტუაციის გამარტივება. იწყებენ საქმეს იმ ადგილიდან, რომელიც მოსწონთ, შემდეგ გადახტებიან სადღაც შუაში, შემდეგ კვლავ ბრუნდებიან უკან და ასე შემდეგ. ცხოვრებაში ისინი მეტწილად დაბნეულები არიან.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.