გამომთვლელი გამოთვლა თვლა, გამოთვლა, ანგარიში)მოწყობილობა, რომელსაც მინიჭებული აქვს უნარი, შეასრულოს ოპერაციათა მოცემული, მკაფიოდ განსაზღვრული და ცვალებადი თანამიმდევრობა. ყველაზე ხშირად ეს რიცხვით გაანგარიშებათა და მონაცემებით მანიპულირების ოპერაციებია, მაგრამ მას მიეკუთვნება, ასევე, ინფორმაციის შეყვანა-გამოყვანის ოპერაციები. სხვა სიტყვებით, ეს არის მრავალფუნქციური დამპროგრამირებელი მოწყობილობა, რომელიც იძლევა ინფორმაციის შეყვანის, დამუშავებისა და გამოყვანის საშუალებას სხვადასხვა გამოყენებითი ამოცანის ამოხსნის მეშვეობით. პროგრამა ოპერაციათა თანამიმდევრობის აღწერა. კომპიუტერული სისტემა ნებისმიერი მოწყობილობა ან იმ ურთიერთდაკავშირებულ (ან მომიჯნავე) მოწყობილობათა ჯგუფი, რომელთაგან ერთი ან მეტი, პროგრამის შესაბამისად მომუშავე, ახორციელებს მონაცემთა ავტომატიზირებულ დამუშავებას.