ტექნოლოგიური განათლების ნაწილი. კომპიუტერული წიგნიერების სტრუქტურაში შედის: ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ძირითადი ცნებების ცოდნა; კომპიუტერული ტექნიკის პრინციპიალური მოწყობილობისა და ფუნქციონალურ შესაძლებლობათა ცოდნა; თანამედროვე ოპერაციული სისტემების ცოდნა Commander, Windows და მათი ძირითდი ბრძანებების ფლობა; თანამედროვე პროგრამული გარსებისა და ზოგადი დანიშნულების ოპერაციულ საშუალებათა ცოდნა მათი გაფართოება) და მათი ფუნქციების ფლობა; თუნდაც ერთი ტექსტური რედაქტორის ფლობა; პირველდაწყებითი წარმოდგენები ალგორითმებზე, პროგრამირების ენებზე და პაკეტებზე; უტილიტარული დანიშნულების გამოყენებითი პროგრამების გამოყენების პირველდაწყებითი გამოცდილება.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.