კა კვ კი კლ კო კრ კუ
კოგ კოდ კოლ კომ კონ კოო კორ

კომუნიკაცია

L.
(ცნობება, გადაცემა)ინფორმაციის მიმოცვლის პროცესი; ფართო გაგებით: ინდივიდებს შორის ინფორმაციის მიმოცვლა სიმბოლოების საერთო სისტემის მეშვეობით. კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს ვერბალური ან არავერბალური საშუალებებით. ფსიქოლოგიაში: ურთიერთობაინფორმაციის მიმოცვლა ცოცხალ ორგანიზმებს შორის; სოციალურ მეცნიერებებში: მეცნიერული დისციპლინა, მეტადისკურსი ურთიერთქმედების ინტერაქციის სოციალური პროცესის შესახებ, ასევე, თვით ეს პროცესი და მისი შედეგები; კულტურათაშორისი კომუნიკაცია: სხვადასხვა კულტურების წარმომადგენლებს შორის კავშირი და ურთიერთობა, რაც გულისხმობს როგორც ადამიანთა და მათ ერთობებს შორის უშუალო კონტაქტებს, ისევე კომუნიკაციის გაშუალებულ ფორმებსაც (მათ შორის ენას, მეტყველებას, დამწერლობას და სხვა.).
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9