აზროვნების სახე, რომელიც დაფუძნებულია განსაზღვრული ამოცანის ამოხსნის წინასწარ შეთვისებული ალგორითმების ზუსტი გამოყენების სტრატეგიაზე. ამ შემთხვევაში მოცემულია ამოცანის ამოხსნისათვის საჭირო ელემენტარული ოპერაციების შინაარსი და მათი თანამიმდევრული შესრულების ინსტრუქცია. ადამიანი ფოკუსირებულია პრობლემის მთავარ ამოხსნაზე. საპირისპიროა დივერგენციული აზროვნება.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.