(შესქელებული, შექმნილი) ზოგადი კრიტერიუმის საპასუხო კერძოს მონახვა, აზრის დაბრუნება ზოგადი და აბსტრაქტულიდან კონკრეტულისკენ შინაარსის უფრო გარკვეულად, თვალსაჩინოდ გახსნის მიზნით. იგი ზოგადის უკეთ გაგების საშუალებაა. კონკრეტიზაციას მიმართავენ იმ შემთხვევაში, როცა გამოთქმული აზრი სხვისთვის აღმოჩნდება გაუგებარი ან აუცილებელია ერთეულადში ზოგადის გამოვლენის ჩვენება; როცა თხოვენ მაგალითის მოყვანას, მაშინ თხოვნა მდგომარეობს ამ კითხვის წინ გამოთქმული აზრის კონკრეტიზაციაში. სწავლებაში კონკრეტიზაცია ახალი მასალის ახსნის ერთ-ერთი ხერხია; რაიმესათვის კონკრეტული სახის მიცემა, დაკონკრეტება, დაზუსტება.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.