კა კვ კი კლ კო კრ კუ
კოგ კოდ კოლ კომ კონ კოო კორ

კონოტაცია

L.
დამატებითი მნიშვნელობა აღვნიშნავ) ენობრივი ერთეულის თანმხლები მნიშვნელობა; დამატებითი ელფერი, რომელიც ცნების ან მსჯელობის ძირითადი შინაარსის თანამდევია. ყოველდღიურ მეტყველებაში და მხატვრულ შემოქმედებაში ცნებებისა და მსჯელობების ძირითად სემანტიკურ მნიშვნელობას ხშირად ემატება დამატებითი ელფერი, რომელიც გამოხატავს მოლაპარაკის ემოციონალურ ან შეფასებით მიმართებას მეტყველების საგანთან. კონოტაცია შეესატყვისება საზოგადოების კულტურულ ტრადიციებს. იგი წარმოადგენს პრაგმატული ინფორმაციის სახესხვაობას, ასახავს არა თვით საგნებსა და მოვლენებს, არამედ განსაზღვრულ მიმართებებს მათდამი.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9