თანხმობა, თანაგრძნობა, ერთსულოვნება)გადაწყვეტილებათა მიღებისას კონფლიქტების მოგვარების ხერხი, თანხმობის მიღწევის პროცესი. პროცესი გულისხმობს ყველა მონაწილის მოსაზრებათა გათვალისწინებით ჯგუფის საერთო შეთანხმებამდე მიყვანას. ის არ ნიშნავს სრულ ერთსულოვნებას. კონსენსუსის მიღწევა უფრო დიდ დროს მოითხოვს, ვიდრე სხვა ქმედებები, თუმცა, ის აღვივებს შემოქმედებით მუხტს, ახალისებს ურთიერთთანამშრომლობას და ქმნის საბოლოო გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას. კონსენსუსისათვის საჭიროა უკლებლივ ყველა მონაწილის თანხმობა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.