შენახვა და დამკვიდრება კაცობრიობის მიერ გადარჩეული ცოდნისა, რომელიც განვითარების გარკვეულ ეტაპზე აღიარებულია უმაღლეს კულტურულ ფასეულობადეს არის სელექციის ლოგიკური გაგრძელება. კონსერვაცია ხორციელდება განათლების მთელი სისტემისა და ყოველი ცალკეული პედაგოგის მიერ, რომელიც გვევლინება ამ ცოდნის ჭეშმარიტობისა და ხელშეუხებლობის დამცველად. ამგვარად, ცოდნის კონსერვაცია პედაგოგიური მოღვაწეობის ატრიბუტია, არსებითად მისი გამოვლინება. ამასთან ერთად, აქ იმალება სერიოზული ზნეობრივი საფრთხე: თვით მასწავლებლისაგან შეუმჩნევლად ცოდნის კონსერვაცია პროფესიონალური აუცილებლობიდან შეიძლება გადაიზარდოს პირად კონსერვატიზმში და გახდეს არა მხოლოდ საქმიანობის მახასიათებელი, არამედ პიროვნების მახასიათებელიც. ურყევ ჭეშმარიტებათა მუდმივმა გამეორებამ, საკუთარ პედაგოგიურ მიგნებათა თვითგამეორებამ (მცირეოდენი ვარიაციებით) შესაძლოა გამოიწვიოს თვით პედაგოგის შეხედულებების,მრწამსის ქცევის მანერის და სხვათა თანდათანობითი კონსერვირება. ეს კი საფუძველია იმისა, რომ ისინი თავს მოახვიოს გარშემომყოფებს.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.