კა კვ კი კლ კო კრ კუ
კოგ კოდ კოლ კომ კონ კოო კორ

კონსტრუქტივიზმი პედაგოგიკაში

  1. პედაგოგიკაში კონსტრუქტივიზმის მამამთავარია ჟან პიაჟე, რომელმაც თქვა: „ცოდნა არ გადაეცემა, იგი იქმნება უილსონი, ტესლოუ და ოსმან ჟოშუ. კონსტრუქტივიზმის არსი შეიძლება სქემატურად ასე წარმოვიდგინოთ:“. პიაჟეს შემდეგ კონსტრუქტივიზმის საკითხებზე მუშაობდნენ მერილი,
  2. ინდივიდუალური კონსტრუქტივიზმი ცოდნა ყალიბდება გამოცდილებისგან, სწავლების შედეგები დამოკიდებულია ცოდნის პირად გაგებაზე, სწავლება ეს არის აქტიური პროცესი, რომელშიც აზრი ყალიბდება გამოცდილების მეშვეობით.
  3. სოციალური კონსტრუქტივიზმი სწავლება მიმდინარეობს თანამშრომლობაში და მისი აზრი ყალიბდება სხვადასხვა თვალსაზრისებისგან. კონსტრუქტივისტული გაგებით, სწავლება უნდა ითვალისწინებდეს მოსწავლეთა უკვე არსებულ და მომავალ გამოცდილებას, ის უნდა იყოს აქტიური და უნდა ითვალისწინებდეს იმას, რომ ყოველი მოსწავლე, ამა თუ იმ თავისებურებათა ძალით, აყალიბებს თავის საკუთარ ცოდნას. უნდა გვახსოვდეს კონტექსტის შესახებაც. სწავლება არ უნდა იქნეს რეალობისგან მოწყვეტილი და მისი შემოწმება უნდა ხდებოდეს ასევე რეალურ მაგალითებზე. მაგრამ კონსტრუქტივიზმში საშიშროებაც არსებობს. ეს საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ მიზნობრივი მოქმედებიდან ადვილად შეიძლება გადასვლა მოქმედებაზე მოქმედებისათვის.ესეიგი როცა ჩვენ ვამბობთ, რომ სწავლება უნდა იყოს რეალური და აქტიური, ჩვენს პროგრამაში არასოდეს არ უნდა მოხვდეს ისეთი ღონისძიება, რომელიც ჩართული იქნება მასში მხოლოდ იმიტომ, რომ სხვანაირად იქნება უინტერესო. ხშირად, როცა ამუშავებენ სასწავლო პროგრამებსა და მასალებს, ჯერ ფიქრობენ ღონისძიებებზე და მოქმედებებზე, როცა პირველად საჭიროა ფიქრი სწავლების მიზნებზე, ხოლო შემდეგ მათი მიღწევის საშუალებათა შერჩევაზე. კონსტრუქტივიზმი ორიენტირებულია მოსწავლის ძალისხმევაზე, მოსწავლე სწავლის (შემეცნების) პროცესის აქტიური მონაწილეა. იგი პასიურად კი არ ისრუტავს ინფორმაციას, რომელსაც აწვდის მასწავლებელი, არამედ მწყობრად აშენებს საკუთარ ცოდნას მისთვის უკვე ცნობილისა და ადრე მიღებულ გამოცდილებათა საფუძველზე. ამ აშენების პროცესში მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეს ისე, ფიგურალურად რომ ვთქვათ, როგორც ხარაჩოები მშენებელს. ხარაჩოების ფუნქციას ასრულებს მასწავლებლის მიერ შემუშავებული აქტივობები, მის მიერ შექმნილი გარემო და სასწავლო სიტუაციები.
    Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9