დაჯახებული) ღია ბრძოლის მდგომარეობა, დისჰარმონია მიმართებებში და ემოციონალური დაძაბულობა. კონფლიქტი არის მინიმუმ ორი ადამიანის არათავსებადი, ერთმანეთის გამომრიცხავი ინტერესების, მოთხოვნილებების, მიმართებების, განწყობების გაცნობიერებული შეჯახება. ეს არის მოპირდაპირე ძალთა, საწინააღმდეგო ინტერესთა, შეხედულებათა შეხლაშემოხლა, სერიოზული უთანხმოება, განხეთქილება. გამოყოფენ კონფლიქტის მხარეებს და მონაწილეებს. მონაწილეები შეიძლება იყონ ადამიანები (პიროვნებათაშორისი კონფლიქტი), ჯგუფები (ჯგუფთაშორისი კონფლიქტი) და სხვა. კონფლიქტის თვისებებია:
წინააღმდეგობრიობათა არსებობა, განსხვავება სუბიექტების ინტერესებს, ფასეულობებს, მიზნებს, მოტივებსა და როლებს შორის,
კონფლიქტის სუბიექტების უკუქმედება, მისწრაფება იმისკენ, რომ ოპონენტს მიაყენონ ზიანი.
ნეგატიური ემოციები და გრძნობები ერთმანეთის მიმართ.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.