არსებობს კონფლიქტის გადაჭრის პირდაპირი და ირიბი მეთოდები. პირდაპირი მეთოდები კონფლიქტის გადაჭრაში მესამე ადამიანის მონაწილეობა. მოთხოვნები: ავტორიტეტი მონაწილეთა თვალში; საღი აზრის არსებობა. კონფლიქტური მხარეები მესამის თანდასწრებით ჩამოაყალიბებენ არსს, მხოლოდ ფაქტებს და არა შეფასებებს. შემდეგ, მესამე წარმოადგენს თავის გადაწყვეტილებას, რომელიც აუცილებელია მხარეებისათვის. თუ ეს გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, მაშინ სიტუაცია გაიტანება ჯგუფში, რომლის წევრებიც ისინი არიან. ჯგუფი ასევე ღებულობს კოლეგიალურ გადაწყვეტილებას. თუ ამანაც ვერ უშველა საქმეს, მაშინ კონფლიქტის მხარეების მიმართ გამოიყენება სანქცია. ირიბი მეთოდები გამოიყენება ფსიქოლოგის კონსულტაცია.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.