შრომის ორგანიზაციის თავისებური ფორმა, რომლის დროსაც ბევრი ადამიანი მონაწილეობს ერთსა და იმავე (ან სხვადასხვა, მაგრამ ერთმანეთთან დაკავშირებულ) შრომის პროცესში. ეს არის თანამშრომლობა, რომელიც ერთობლივ საქმიანობაში ხელს უწყობს ორგანიზაციას და დადებითი შედეგების მიღწევას. სხვა სიტყვებით, ეს არის ურთიერთქმედების მონაწილეთა ძალისხმევის გაერთიანება ერთობლივი მიზნის მიღწევისათვის მათ შორის ფუნქციების, როლებისა და ვალდებულებების ერთდროული განაწილებისას. კოოპერაციულ ურთიერთქმედებაში ჩართვა სტიმულს აძლევს ერთმანეთის მიმართ ჯგუფის წევრების დადებითი განწყობის განვითარებას (ატრაქცია), ხელს უწყობს ურთიერთდახმარებას, აძლიერებს მონაწილეთა ურთიერთკავშირს. თანამედროვე პირობებში პედაგოგიური პროცესის ორგანიზება უფრო მეტად ხდება კოოპერაციის საფუძვლებზე, რაც სტიმულს აძლევს მის პიროვნულად ორიენტირებულ მიმართულობას.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.