კა კვ კი კლ კო კრ კუ
კოგ კოდ კოლ კომ კონ კოო კორ

კოოპერირებული

L.
კოოპერაციის საწყისებზე გაერთიანებული.კორელაცია ურთიერთმიმართება, ურთიერთკავშირი) ორი ან მეტი შემთხვევითი მოვლენის სტატისტიკური ურთიერთკავშირი (ან ურთიერთკავშირი ისეთი სიდიდეებისა, რომლებიც რომელიღაც დასაშვები ხარისხით შეგვიძლია ასეთებად მივიღოთ). ამასთან, ამ სიდიდეებიდან ერთის ან რამდენიმეს მნიშვნელობათა ცვლილება თან ახლავს მეორე ან სხვა სიდიდეების მნიშვნელობათა სისტემატურ ცვლილებებს. ეს არის მათემატიკურ სტატისტიკაში ცნება, რომლითაც აღნიშნავენ კავშირს სიდიდეებს შორის, თუ ერთ-ერთი მათგანი შედის იმ მიზეზების რიცხვში, რომლებიც განსაზღვრავენ მეორეებს, ან, თუ არსებობს ზოგადი მიზეზები, რომლებიც ზემოქმედებენ ამ მოვლენებზე (ფუნქცია არის კორელაციის კერძო შემთხვევა). კორელაციურ დამოკიდებულებას არა აქვს მკაცრად ფუნქციონალური ხასიათი. მეცნიერებაში ტერმინი „კორელაცია“ პირველად შემოიღო ჟორჟ კიუვიემ.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9