კა კვ კი კლ კო კრ კუ
კრე კრი

კრიზისი

  1. Gk.
    (გადაწყვეტა; შემობრუნების პუნქტი)გადატრიალება, მძიმე გარდამავალი მდგომარეობა, გარდატეხა, ისეთი მდგომარეობა, როცა მიზნების მიღწევის არსებული საშუალებები არაადეკვატური ხდება, რის შედეგადაც წარმოიქმნება მოულოდნელი სიტუაციები. კრიზისი ავლენს ფარულ კონფლიქტებსა და დისპროპორციებს.
  2. ემოციონალურად მნიშვნელოვანი მოვლენა ან სტატუსის რადიკალური შეცვლა პერსონალურ ცხოვრებაში. პედაგოგს აინტერესებს ასაკობრივი კრიზისები (განვითარების კრიზისები), რომლებიც წარმოიშობა ერთი ასაკობრივი საფეხურიდან მეორეზე გადასვლისას. ისინი დაკავშირებულია სისტემურ გარდაქმნებთან სოციალური მიმართებების, საქმიანობისა და ცნობიერების სფეროში. კრიზისის ფორმა, ხანგრძლივობა და სიმწვავე დამოკიდებულია ინდივიდუალურ თავისებურებებზე, სოციალურ პირობებსა და პედაგოგიკურ სისტემაზე.
    Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9