კა კვ კი კლ კო კრ კუ
კრე კრი

კრიტიკული აზროვნება

ნებისმიერი საგნის, შინაარსის ან პრობლემის შესახებ აზროვნების ისეთი ტიპი, რომელშიც მოაზროვნე აუმჯობესებს თავისი აზროვნების ხარისხს იმ სტრუქტურებისა და ინტელექტუალური სტანდარტების გამოყენებით, რომლებითაც ხასიათდება თვით აზროვნება. კარგად განვითარებული კრიტიკული აზროვნების მქონე მოსწავლე: სვამს მათემატიკურ ამოცანებს, მკაფიოდ და მკაცრად აყალიბებს მათ. კრებს საჭირო ინფორმაციას, იყენებს აბსტრაქტულ იდეებს, ეფექტურად შეუძლია მათი ინტერპრეტირება. აზროვნების ალტერნატიული სისტემების ფარგლებში ფიქრობს უწინაზრახვოდ, შეუძლია ალღო აუღოს და გამოიცნოს იდეებისა და ვარაუდების პრაქტიკული შესაბამისობა. გადაწყვეტილების მიღებისას აქტიურად თანამშრომლობს სხვებთან. კრიტიკული აზროვნება არის თვითწარმმართველი, თვითმადისციპლინირებელი, თვითშემფასებელი და თვითმაკორექტირებელი. ეს კი გულისხმობს მკაცრ სტანდარტებთან შეთანხმებულობას, რაც იწვევს ეფექტური კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარის განვითარებას, მოსწავლის ბუნებრივი ეგოცენტრიზმისა და სოციოცენტრიზმის დაძლევას. კრიტიკული აზროვნების ტექნოლოგია ორიენტირებულია არა მარტო მასწავლებლისა და მოსწავლეთა თანამშრომლობაზე, თვით მოსწავლის სასწავლო საქმიანობრივ მონაწილეობაზე, არამედ იმაზეცაა ორიენტირებული, რომ შექმნას შესაბამისი სასწავლო გარემო, ფსიქოლოგიური დაძაბულობის მომხსნელი კომფორტული პირობები. ამ ტექნოლოგიით მუშაობისას მოსწავლეები რეალიზაციას უკეთებენ საკუთარ მოთხოვნილებებსა და შესაძლებლობებს, სწავლობენ პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრას, ასევე, საკუთარი სასწავლო საქმიანობის შეფასებას სწავლების პროცესში მეთოდიკურ-პედაგოგიკური პრობლემის გადაჭრისას, აგრეთვე, მოსწავლეთა მიერ ნებისმიერი სასწავლო პრობლემის გადაჭრისას აუცილებელია აზროვნების შემოქმედებითი და კრიტიკული სახეების გამოყენება, თუმცა, ისინი ერთმანეთს ხელს უშლიან: შემოქმედებითი აზროვნება დაბრკოლებაა კრიტიკული აზროვნებისთვის და კრიტიკული აზროვნება დაბრკოლებაა შემოქმედებითი აზროვნებისთვის.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9