კა კვ კი კლ კო კრ კუ
კრე კრი

კრიტიკული პედაგოგიკა

პედაგოგიკის დარგი, დამუშავებული პოსტმოდერნისტების მიერ, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ სწავლება უნდა იგებოდეს ბავშვების მომზადებაზე შესაძლო სიტუაციებისათვის მათ აწმყოსა და მომავალში. კრიტიკული პედაგოგიკის თანახმად, სკოლა უნდა გახდეს მოედანი სოციალური ტრანსფორმაციისა და ემანსიპაციისათვის. კრიტიკული აზროვნების, კრიტიკული რეფლექსიის, დამოუკიდებელი ანალიზის პრინციპები აუცილებლად უნდა გახდეს პედაგოგიკური მეთოდოლოგიისა და საგანმანათლებლო პრაქტიკის ნაწილი. კომპეტენტურობითი მიდგომა, რომელიც განათლებაში გამოიყენება დღეს, გარკვეულწილად ეწინააღმდეგება ნაჩვენებ პრინციპებს. კონკრეტული კომპეტენციების, ცალკეული ოპერაციებისა და შეზღუდული ინსტრუმენტარიის სწავლებით თანამედროვე პედაგოგიკა ავიწროებს მოსწავლეთა აზროვნებითი საქმიანობის ჩარჩოებს. მთელი ჰუმანიტარული ცოდნის საერთო კრიზისი, თანამედროვე სკოლაში პოპულარული ტესტირების მეთოდი და ერთიანი სახელმწიფო გამოცდების ფორმატი ხელს უწყობენ ისეთი ბუნებრივი ადამიანური მოთხოვნილებების წაშლას, როგორიცაა: შეაფასონ, თანაუგრძნონ, გააკეთონ მორალური არჩევანი, წინააღმდეგობა გაუწიონ უსამართლობას.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9