კა კვ კი კლ კო კრ კუ
კულ კურ

კულტურა

L.
თაყვანისცემა)ცნება, რომელსაც უამრავი მნიშვნელობა გააჩნია ადამიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროში. კულტურას სწავლობს ფილოსოფია, კულტუროლოგია, ისტორია, ხელოვნებათმცოდნეობა, ლინგვისტიკა (ეთნოლინგვისტიკა), პოლიტოლოგია, ეთნოლოგია, ფსიქოლოგია, პედაგოგიკა, ეკონომიკა და მრავალი სხვა მეცნიერება. ძირითადად კულტურაში გვესმის ადამიანური საქმიანობა მის ყველაზე ფართო და მრავალმხრივ გამოვლინებაში, ადამიანის თვითგამოხატვისა და თვითშემეცნების ყველა ფორმისა და ხერხების, ადამიანისა და სოციუმის მიერ მთლიანობაში დაგროვილი უნარ-ჩვევების ჩათვლით. კულტურა წარმოგვიდგება, აგრეთვე, ადამიანური სუბიექტურობისა და ობიექტურობის გამოვლინებად (ხასიათი, კომპეტენტურობები, ჩვევები, უნარები და ცოდნა). კულტურა არის ადამიანური საქმიანობის მდგრადი ფორმების ერთობლიობა, ურომლისოდაც მას არსებობა არ შეუძლია. კულტურა იმ კოდების ნაკრებია, რომლებიც უწესებს ადამიანს განსაზღვრულ ქცევას, მისთვის მახასიათებელი განცდებითა და აზრებით, და ამით ახდენს მასზე მმართველობით ზემოქმედებას. კულტურის წარმოშობისა და განვითარების წყარო ადამიანური საქმიანობაა, შემეცნება და შემოქმედება.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9