(სხვა, სხვები) ცნება, რომლითაც აზრიანდება როგორც აქტიურობა, დაკავშირებული სხვების კეთილდღეობისთვის უანგარო ზრუნვასთან. ეს არის პიროვნების ზნეობრივი ნორმა ან თვისება, რომელიც ვლინდება გარემომცველების კეთილდღეობაზე უანგარო ზრუნვაში, სხვა ადამიანის ან სოციალური ერთობის სასარგებლოდ საკუთარი ინტერესების შეწირვისათვის მზაობაში. ამ აზრით, თანაფარდობაშია ცნებასთან თავგანწირვა, თავდადება. ზოგჯერ მოიაზრება როგორც ეგოიზმის საპირისპირო. ფსიქოლოგიაში ზოგჯერ განიხილება როგორც პროსოციალური ქცევის სინონიმი ან მისი ნაწილი.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.