დამოუკიდებელი პრაქტიკული მუშაობის ერთ-ერთი სახე, რომელსაც ატარებენ მოსწავლეები საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო, სპეციალურ და უმაღლეს სკოლებში იმ მიზნით, რომ გაღრმავებულ და განმტკიცებულ იქნას თეორიული ცოდნა, განვითარებულ იქნას დამოუკიდებელი ექსპერიმენტირების უნარჩვევები. ლაბორატორიულ მუშაობაში შედის ცდებისათვის ხელსაწყოების, მოწყობილობების, რეაქტივების და სხვათა მომზადება, ცდის გეგმა-სქემის შედგენა, მისი ჩატარება და აღწერა. ასეთი სახის მუშაობა ხშირად და უმეტესად გამოიყენება საბუნებისმეტყველო და ტექნიკური დისციპლინების სწავლებისას.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.