(ფარული, უხილავი) ობიექტების ან პროცესების თვისება, დარჩნენ ფარულ მდგომარეობაში, გაუმჟღავნებლად; დაყოვნება სტიმულსა და რეაქციას შორის. ლატენტური სტრუქტურები შესასწავლი სოციალური პროცესის ფარული მახასიათებლები, რომლებიც განმსაზღვრელია ცხადად დაკვირვებადი ცვლადების მიმართ. ლატენტურ-სტრუქტურული ანალიზი ლატენტური სტრუქტურების გამოვლენის მეთოდი, რომელიც შემოღებულია ლაზარსფელდის მიერ.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.