ლა ლე ლი ლო
ლაბ ლატ

ლატერალური აზროვნება

აზროვნების ტიპი, რომელიც მოითხოვს პრობლემის ამოხსნისადმი ისეთ მიდგომას, რომლის დროსაც ადამიანი პრობლემას უყურებს სხვადასხვა კუთხით, ცდილობს, იპოვოს უკეთესი ამოხსნა. ეს მიდგომა ითვლება მიზნისაკენ განუხრელი წინსვლის ალტერნატივად და ხშირად იძლევა საშუალებას, მოინახოს ერთი და იგივე პრობლემის ამოხსნის სხვადასხვა ხერხი.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9