სასწავლო მეცადინეობის სახესხვაობა, რომელიც მდგომარეობს მასწავლებლის მიერ საგნის ზეპირ გადმოცემაში. სასკოლო ლექცია.სასწავლო მასალის ხანგრძლივი (45-50 წუთი) ზეპირი გადმოცემა მოსწავლეთა შემეცნებითი საქმიანობის აქტივიზაციის ხერხებთან შეხამებით (ძირითადი აზრის ჩაწერა, კონსპექტირება, შესასწავლი მასალის სქემატური მოდელის შედგენა და სხვა.).
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.