სასწავლო პროცესის ორგანიზაციის ფორმა საგნის მასალის დამოუკიდებელი შესწავლის, განმტკიცებისა და გაღრმავების, ასევე, განმაზოგადებელი გამეორების მიზნით. ლექციურ-სემინარულ მეცადინეობებზე გამოიტანება, როგორც წესი, უფრო მნიშვნელოვანი და საყურადღებო სასწავლო მასალა. ლექციურ-სემინარული მეცადინეობა, ჩვეულებრივ, ტარდება სამ ეტაპად: პირველი მასწავლებლის ლექცია, მეორე მოსწავლეთა საშინაო დამოუკიდებელი მუშაობა სემინარისათვის მომზადების მიზნით, მესამე სემინარის ჩატარება. ლექციურ-სემინარული მეცადინეობა უფრო ეფექტურია, ვიდრე გაკვეთილი, რადგანაც აქ იცვლება მასწავლებლისა და მოსწავლეების ფუნქციები: უფრო მკაფიოდაა გამოხატული მასწავლებლის რეგულაციური და ორგანიზატორული ფუნქცია და გაძლიერებულია მოსწავლის ინფორმაციული ფუნქცია.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.