( თავისუფლება) მიმართულება დასავლეთის პედაგოგიკაში, რომელიც უარყოფს განათლების სფეროში სახელმწიფოს დომინირებულ როლს. ფართო გავრცელებულობა ჰპოვა აშშ-ში მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში. მისი თეორეტიკოსები იყვნენ: კუნსი, შუგერმანი და სხვა. ლიბერტარისტები მოითხოვენ სავალდებულო განათლების შესახებ კანონმდებლობის გაუქმებას და განათლების შესახებ საკიკთხის გაწყვეტის უფლების მინიჭებას მხოლოდ ოჯახისათვის. სკოლაში აუცილებელი სიარული და გაკვეთილებზე დასწრება მათთვის მოასწავებს პიროვნების დამოუკიდებლობის შერყევასა და მისთვის ზიანის მიყენებას. ლიბერტარიზმის მომხრეების აზრით, ალტერნატიული განათლების ფორმები უნდა ვითარდებოდეს ოჯახის კონტროლის ქვეშ, შესაძლოა, ოჯახურ პირობებში სწავლების დონეზეც კი,-სახელმწიფოს მიერ ფინანსური მხარდაჭერით.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.