ლინგვისტიკური (ენობრივი) ინტელექტი - კარგი მეტყველების უნარი ( როგორც წერითი, ისე ზეპირი);ლინგვისტიკური ტიპის ინტელექტის მქონე მოსწავლე: თავის აზრებს ასაბუთებს დამაჯერებელი არგუმენტებით, კარგად წვდება სიტყვების, ტერმინებისა და ფრაზების მნიშვნელობათა ნიუანსებს, წერს ლექსებს და თავის მეტყველებას აძლევს პოეტურ შეფერილობას.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.