ლა ლე ლი ლო
ლოგ ლოკ ლონ

ლოგიკა

Gk.
მსჯელობის უნარი მსჯელობა, აზრი, გონება) ფილოსოფიის ნაწილი, ნორმატიული მეცნიერება ინტელექტუალური შემეცნებითი საქმიანობის ფორმების, მეთოდებისა და კანონების შესახებ, რომელიც ფორმალიზდება ლოგიკური ენის მეშვეობით. იმდენად, რამდენადაც მთელი ლოგიკური ცოდნა მიღებულია გონების მიერ, ლოგიკა შეიძლება განვსაზღვროთ, როგორც მეცნიერება სწორი აზროვნების ფორმებისა და კანონების შესახებ. რადგანაც აზროვნება ენაში ფორმდება მსჯელობების სახით, რომლის კერძო შემთხვევებია დამტკიცება და უარყოფა (უკუგდება), ლოგიკა შეიძლება განვსაზღვროთ, აგრეთვე, როგორც მეცნიერება მსჯელობათა ხერხების ან დამტკიცებათა და უარყოფათა შესახებ. ლოგიკა, როგორც მეცნიერება, სწავლობს შემეცნების პროცესში გაშუალებული გზით ჭეშმარიტების მიღწევის მეთოდებს, არა გრძნობითი გამოცდილების, არამედ ადრე მიღებული ცოდნის ბაზაზე, ამიტომ ლოგიკა შეიძლება განვსაზღვროთ როგორც მეცნიერება დასკვნითი (გამოყვანითი) ცოდნის მიღების ხერხების შესახებ. ლოგიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა განსაზღვროს, როგორ შეიძლება წანამძღვრებიდან (სწორი მტკიცებებიდან) დასკვნამდე მისვლა და ჭეშმარიტი ცოდნის მიღება განსახილველი საგნის შესახებ, რომ უფრო ღრმად იქნეს შესწავლილი აზროვნების ეს საგანი და როგორია მისი მიმართებები განსახილველი მოვლენის სხვა ასპექტებთან. ნებისმიერ მეცნიერებაში ლოგიკა ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტს წარმოადგენს. ფილოსოფიის გარდა, ლოგიკა მათემატიკის ნაწილიც არის.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9