აბ აგ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ
ამბ ამო

ამბივალენტურობა

Gk.
(auß ორობითობის მაჩვენებელი წინსართი + ლათინური. valentia ძალა) რაიმესთან მიმართების ორობითობა (დაყოფა), განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განცდის ორობითობა, რაც იმაში გამოიხატება, რომ ერთი და იგივე ობიექტი ადამიანში იწვევს ერთდროულად ორ ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობას. გრძნობათა ამბივალენტურობა პიროვნების რთული მდგომარეობაა, რომელიც დაკავშირებულია ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციებისა და გრძნობების ერთდროულ წარმოშობასთან; ეს არის პიროვნების შინაგანი კონფლიქტის გამოვლინება. ხშირად შეიმჩნევა მოზარდებში თანატოლებთან, მშობლებთან თუ პედაგოგებთან ურთიერთობისას.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9